Quantcast
Channel: თევზეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 321 articles
Browse latest View live

ორაგულის ფილე მდოგვით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც ორაგულის ფილე
  • 1 ს.კ მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ თაფლი, 1 ს.კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ს.კ ზეთი, მარილი და პილპილი

მომზადება:

ფილეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შევწვათ ზეთიან ტაფაში, შემდეგ მოვასხათ მდოგვის,

ნივრის, თაფლი და შაქრის ნაზავი.

შეაფასეთ გვერდი




თინუსის და ლობიოს სალათი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  1 ქილა დაკონსერვებული თინუსი
  • 150 გრ მოხარშული ლობიო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

თინუსი დავჭრათ წვრილად,დავუმატოთ ლობიო,წვრილად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ

მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით.

თინუსის და ლობიოს სალათი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ქაშაყის ფილე კამით

ორაგულის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • სიმინდის 8 ნორჩი ტარო
  • 60 გ რბილი ყველი
  • 8 ნაჭერი შებოლილი ორაგული
  • კამა გემოვნებისამებრ
  • დაფქული შავი პილპილი
  • 8 ღერო მწვანე ხახვი

მომზადება: 

სიმინდის ტაროები მოხარშეთ ორთქლზე. ყველი დაჭყლიტეთ, შეურიეთ დაჭრილი კამა და შავი პილპილი.

ყველიანი მასა წაუსვით თევზის ნაჭრებს, შემოახვიეთ სიმინდის ტაროებს და შეკარით ხახვის ღეროთი.

შეაფასეთ გვერდი



შემწვარი კალმარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 თავი ხახვი
  • 1ს.კ ხორბლის ფქვილი
  • 800-900 გ კალმარის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 3-4 ს.კ ხორბლის ფქვილი
  • პილპილი
  • ზეთი
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი დაჭერით რგოლებად, ამოავლეთ გაცრილ ფქვილში, ჩაყარეთ მდუღარეზეთში და დაბრაწეთ შეყვითლებამდე.გადაიტანეთ საწურზე. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და ფრთხილად აურიეთ.კალმარი მოხარშეთ, დაჭერით გრძლად, მოაყარეთ პილპილი, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში , შემდეგ ფქვილში და შეწვით მდუღარე ზეთში. თან ურიეთ.კალმარი მოათავსეთ ლანგარზე,მოაყარეთ დაბრაწული ხახვი და მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი ფარგა ესპანურად

კალმახის კატლეტები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კალმახი
  • 50 გრ ზეთი
  • 1 ც კვერცხი
  • 3 გრმ არილი
  •  შავი  პილპილი-გემოვნებით
  • 10 გრ ტომატი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 გრ ტარხუნა
  • 1 ჩ.კ ფქვილი
  •  მუსკატი კაკალი-მწიკვით

მომზადება:

კალმახი გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ  და ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანაქანაში. დავუმატოთ კვერცხი, დაფქვილი მუსკატის კაკალი, მარილი, ნიორი, პილპილი და კარგად გადავურიოთ, მიღებული ფარშით გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ცხიმში. გარნირის მოსამზადებლად,ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ცოტაოდენ ცხიმში, დავუმატოთ ტომატი და წინასწარ მოხალული ფქვილი, რომელიც ყავისფერი შეფერილობის უნდა იყოს. დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემწვარ კალმახის კატლეტებს მოვასხათ გამზადებული გარნირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა .

კალმახის კატლეტები

3.8 (75%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ფლავი შებოლილი თევზით

შემწვარი თევზი თხელ ცომში

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  50 გრ თევზის სუკი
  • 100 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 125 მლ რძე
  • 1 ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი
  • ლიმონის წვენი ან ძმარი
  • მარილი

მომზადება:

გარეცხეთ თევზი ცივ წყალში, გააშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი ან ძმარი და გააჩერეთ 30 წუთით.

მოაყარეთ მარილი და გაყავით ულუფებად.

თხელი ცომის მომზადება:

დიდ თასში ჩაყარეთ ფქვილი. ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაასხით ფქვილს და აურიეთ. დაუმატეთ ზეთი

ან გამდნარი კარაქი და ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

თევზის ულუფები გაახვიეთ ცომში და კარგად შებრაწერთ.

შემწვარი თევზი თხელ ცომში

5 (100%) 1 vote[s]



კალმახი ნუშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 პატარა კალმახი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ ნუში
  • 1 დაჭრილი ლიმონი
  • ფქვილი
  • ზეთი
  • კამა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

კალმახი გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წუთით. მოაყარეთ

მარილი და პილპილი. თევზი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, მერე-ათქვეფილ კვერცხში,

ბოლოს-გატარებულ ნუშში.

ზეთი 170 გრადუსამდე გააცხელეთ და შეწვით კალმახი. შემწვარი თევზი მორთეთ კამით და ლიმონის

ნაჭრებით. მიირთვით კარტოფილის პიურესთან და მწვანე სალათასთან ერთად.

კალმახი ნუშით

5 (100%) 1 vote[s]



შებოლილი კალმახის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა (150 გ ) ბარდა
  • 500 გ შუაზე გაჭრილი პატარა პომიდვრები
  • 1/3 ჭიქა ( 90 მლ) ძმარი
  • 1 ც ფხებგამოცლილი შებოლილი კალმახი

მომზადება:

ბარდას გადაავლეთ ცივი წყალი. მოათავსეთ მოზრდილ ჯამში, დაამატეთ პომიდორი და მოასხით ძმარი. ფხებგამოცლილი კალახი დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად და დაამატეთ სალათას. კარგად ამოურიეთ და მომზადებისთანავე მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი თევზი

კალმახი ნუშით

$
0
0

გემრიელი და საკმაოდ არომატული კერძი! 

შემადგენლობა:

  • 4 პატარა კალმახი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ ნუში
  • 1 დაჭრილი ლიმონი
  • ფქვილი
  • ზეთი
  • კამა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

კალმახი გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წუთით. მოაყარეთ

მარილი და პილპილი. თევზი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, მერე-ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს-გატარებულ

ნუშში.

ზეთი 170 გრადუსამდე გააცხელეთ და შეწვით კალმახი. შემწვარი თევზი მორთეთ კამით და ლიმონის

ნაჭრებით. მიირთვით კარტოფილის პიურესთან და მწვანე სალათასთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თინუსის სალათა

ორაგულის სალათი

$
0
0

მომზადება:

ერთმანეთში კარგად ავურიოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ერთი ქილა დაკონსერვებული ორაგული,

2 ც მოხარშული კვერცხი, 1 ჩ.ჭ ფანტია ბრინჯი,

1 კონა მწვანე ხახვი, გემოვნებით დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი.

დავუმატოთ 1 ქილა არაჟანი ან მაიონეზი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზის ბუღლამა

თევზის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 ხეკის ფილე
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 8 ნაჭერი ბეკონი
  • 750 გრ პრასი
  • 2 პატარა ნაჭერი კარაქი
  • 1-2 ს.კ პურის ფქვილი
  • 100 გრ ნაღები
  • მდოგვი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ხეკის ფილე გარეცხეთ ცივ წყალში, შეაშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ  15 წთ. შემდეგ შეაზავეთ

მარილით. ფილეს თხლად წაუსვით მდოგვი, თითოეულ რულეტს შიგნით ჩაუდეთ ლორის ორი ნაჭერი.

პრასი გარეცხეთ და დაჭერით 2 ს-იან ნაჭრებად.

ჰერმეტულ ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ პრასი, შეაზავეთ მარილით, პილპილით, დაუამტეთ 125

მლ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. თევზის რულეტი ზევიდან დააწყვეთ პრასს და დაახურეთ სახურავი.

დაახლოებით 8 წუთში მზად იქნება . სუფრაზე მიტანამდე შეასქელეთ პრასით, ფქვილით და ნაღებით.

ხეკის ფილე მიიტანეთ ოხრახუშით,კარტოფილითან და პომიდვრის სალათთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი ზუთხი

ორაგულის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ორაგული
  • 1 კონა სალათის ფურცლები
  • 1 ც ლიმონი
  • 150-200 სიმინდის კონსერვი
  • 100 გრ ბროწეული
  • ნახევარ-ნახევარი კონა კამა და ქინძი

მომზადება:

საშუალო ზომის თევზი მოვხარშოთ, გავაციოთ და მერე დავჭრათ. ძალიან წვრილად არ უნდა დაიჭრას. შეგვიძლია, ხელითაც დავანაწევროთ. სალათის ფურცლები სიგრძეზე დავჭრათ. სიმინდის მარცვლებიც გავამზადოთ. დავიწყოთ სალათის მომზადება. ჯერ ორაგული  დავალაგოთ, შემდეგ ფენად კი სიმინდის მარცვლები და სალათის ფურცლები. მერე იმავეს ვიმეორებთ. ბოლოს ბროწეულს, კამასა და ქინძს მოვაყრით. ფენა-ფენა ლიმონს ჩავაწურავთ. ზემოდან გასაფორმებლად ძალიან თხლად დაჭრილი ლიმნები უნდა დავალაგოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბუტერბროდი ორაგულით

ორაგული შამპანურში სალათის გარნირით

$
0
0

შემადგენლობა:

თევზისთვის:

  •  300 გ ორაგულის ფილე
  • 4 ს.კ შამპანური
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • 5 მარცვალი ვარდისფერი პილპილი
  • მწიკვი ახალდაფქული შავი პილპილი
  • 0.5 ჩ.,კ თავშავა
  • მარილი

სალათისთვის:

  •  150 გ თეთრი კომბოსტო
  • 150 გ წითელი კომბოსტო
  • 1 ც დიდი სტაფილო
  •  ლიმონის მჟავა
  • მარილი,კამა

მომზადება:

თევზის ფილეს დავაწუროთ ლიმონი, მოვასხათ შამპანური, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ვარდისფერი პილპილის მარცვლები და 3 საათით მაცივარში დავდოთ, შემდეგ გამოვიღოთ, გავახვიოთ ფოლგაში და  190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შევწვათ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. სტაფილო გავხეხოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ლიმონის წვენი. მზა თევზი სასალათეზე მოვათავსოთ და შავი პილპილი მოვაყაროთ.

რჩევა:

ვარდისფერი პილპილი სუპერმარკეტებში შეგვიძლია შევიძინოთ. მას განსაკუთრებული არომატი აქვს. ის შეიძლება ჩვეულებრივი შავი პილპილით ჩავანაცვლოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქაშაყის ბურთულები

მაკარონის და თინუსის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ მაკარონი
  • 1 ც თინუსის ფილე
  • 2 ც ლიმონი
  • 1/4 დაჭრილი ხახვი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ჭიქა პომიდორი ჩერი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  •  1 პატარა ქილა ზეთისხილი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

მოვხარშოთ მაკარონი, ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი, მოვათავსოთ ლიმონი და მოვხარშოთ თინუსის ფილე.

მოხარშულ მაკარონს დავამატოთ, დაჭრილი თინუსის ფილე, ხახვი, პომიდორი,ნიორი ,მარილი პილპილი და

მოვასხათ ზეთი . კარგად ავურიოთ.

მაკარონის და თინუსის სალათი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორაგული ხიზილალით

მაკარონი კალმარით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ მაკარონი
  • ნახევარი კგ კალმარი
  • 100 გრ ტომატის სოუსი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო
  •  2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი,შავი პილპილი, წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

მაკარონი მოვხარშოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,

წითელი წიწაკა და ღვინო, კარგად ვურიოთ,  დავამატოთ პომიდვრის სოუსი და ვადუღოთ  5 წთ.

შემდეგ დავამატოთ კალმარები, კიდევ ვადუღოთ 3  წთ. ბოლოს მოხარშულ მაკარონს დავამატოთ ეს მასა,

დავამატოთ აგრეთვე, პილპილი მარილი და ოხრახუში, კარგად ავურიოთ.

მაკარონი კალმარით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მოხარშული თევზი

ორაგულის კატლეტები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც ორაგულის ფილე
  • 2 ს.კ მაიონეზი
  • 1 ს.კ მდოგვი
  • 1 ც ლიმონის ცედრა
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • 1/2 ჭიქა საფანელი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ორაგულის ფილე, მაიონეზი, მდოგვი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი,პილპილი,საფანელი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ზეთიან ტაფაზე

ორივე მხრიდან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახის მუსი

შემწვარი ფარგა ესპანურად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გ ხორბლის გამომშრალი პური
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ფორთოხალი
  • 700 გ ფარგას ფილე
  • პილპილი
  • მარილი
  • მწვანილი მოსართავად

მომზადება: 

გახეხეთ პური. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, მოშუშეთ დანაყილი ნიორი და ფორთოხლის გახეხელი ცედრა. თევზის ფილეს მოაყარეთ პილპილი და მარილი და მოათავსეთ ტაფაში ნიორთან და ფორთოხლის ცედრასთან ერთად. მოაყარეთ გახეხელი პური, დაასხით ფორთოხლის წვენი და შედგით ღუმელში 20 -30 წთ.მორთეთ მწვანილით და მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი პომიდორით

კალმახის ფილე ყაბაყით

$
0
0

  შემადგენლობა:

  • 2 ც სტაფილო
  • 1 პატარა ყაბაყი
  • 4 ნაჭერი თეთრი პური
  • 500 გ კალმახის ფილე
  • 2 კუბიკი ქათმის ბულიონი
  • 1 ლიმონი

სოუსისათვის :

  • 3 ს.კ მაიონეზი
  • 1ს.კ ჯონჯოლის მარცვლები ( ღეროს გარეშე)
  • 1 ს.კ დაჭრილი კამა
  • 1.5 ჩ.კ მდოგვი
  • 1/4 ჩ.კ ლიმონის ცედრა
  • 1 ს.კ რძე

მომზადბება:

1.      სტაფილო და ყაბაყი დაჭერით თხლად. პურის ნაჭრებს მოაცილეთ ქერქი, გაჭერით დიაგონალზე და დაბრაწეთ.

2.      თევზი დაჭერით სასურველ ზომაზე. ღრმა ტაფაში ჩაასხით 3 ჭიქა წყალი, ჩააგდეთ ბულიონის 1 კუბიკი, დაჭრილი თევზის ნაჭრები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წთ.

3.      აადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალი, დაუამტეთ ბულიონის 1 კუბიკი, სტაფილო და ადუღეთ 2 წთ. დაუმატეთ ყაბაყი, დააფარეთ თავზე და ხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.

4.      სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.

5.      სუფრასთან მიტანის თეფშზე დააწყვეთ ბოსტნეული, ზემოდან დაადეთ თევზის ნაჭერი, გააფორმეთ სალათის ფურცლებითა და კამით. პიკანტური სოუსი და შებრაწული პურის ნაჭრები მიიტანეთ ცალკე.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ღვინის სოუსში

ორაგულის ფილე ხაჭოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც ორაგულის ფილე
  • 200 გრ ხაჭო
  • 1/3 საფანელი
  • 100 გრ გახეხილი ყველი
  • მარილი,პილპილი
  • 2 ს.კ პესტოს საწებელი
  • 1 ც კვერცხი

მომზადება:

ჯამში მოათავეთ ხაჭო, საფანელი, ყველი, პესტოს საწებელი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

ორაგულის ფილე გაჭერით შუაზე და მოათავსეთ ხაჭოიანი მასა. შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე

12-15 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზის ბურთები

თევზეულის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გ ორაგულის ფილე
  • 1/2 ლიმონი
  • 60 გ შებოლილი ორაგულისა და ფარგას ფილე
  • 15 გ პური
  • 50 გ ხახვი
  • 15 გ ზეთი
  • 30 გ გასუფთავებული კრევეტები
  • სალათის ფურცლები სურვილისამებრ
  • 40 გ კიტრი
  • 50 გ მაიონეზი
  • 30 გ ყველი
  • 50 გ მწვანე ბარდა
  • 20 გ სქელი საღები
  • პილპილი

მომზადება:

ორაგულის ფილე დაჭერით,მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ პილპილი. ფარგისა და შებოლილი ორაგულის ფილე რძეში დამბალი პური და ხახვი დაჭერით წვრილად. შეურიეთ პილპილი და ზეთი. მიღებულ მასაზე გაანაწილეთ კონიაკში ჩამბალი კრევეტები, გაააკეთეთ პატარა რულეტები და მოხარშეთ ორთქლზე. სალათის ფურცლები და კიტრი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ მაიონეზის ნაწილი და ლიმონის წვენი.ყველი გახეხეთ, მოაყარეთ ფქვილი და გამოაცხვეთ 5 კვერი.სოუსისთვის მოხარშეთ ბარდა და გახეხეთ. შეურიეთ ნაღები და დარჩენილი მაიონეზი.კიტრის სალათი დადეთ თეფშზე, დაადეთ ყველის კვერი და ორაგულის ფილე. გვერდით მოიწყვეთ თევზის რულეტები და მოასხით სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ჭარხლით
Viewing all 321 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>