შემადგენლობა:
- 1 კგ თევზი
- 1 ქილა სოკო
- ნახევარი ქილა მაიონეზი
- 1 შეკვრა ნაღები
- 3-4 თავი ხახვი
- 200 გრ ყველი
- 1 კონა მწვანილები
მომზადება:
ცხიმწასმულ ტაფაზე უნდა დავაწყოთ გასუფთავებული და ნაჭრებად დაჭრილი თევზი. მოვაყაროთ მარილი და მეგვლად დაჭრილი ხახვით დავაფაროთ. ხახვს ზემოდან დაჭრილი სოკო დავაწყოთ და მოვაყაროთ შავი პილპილი. შემდეგ მაიონეზი ნაღებთან ერთად ავთქვფიოთ და მოვასხათ ამ მასას. ზედ დავაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში შევდგათ. უკვე გამზადებულს დაჭრილი მწვანილები მოვაყაროთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბუტერბროდი ხიზილალით და თევზით |