Quantcast
Channel: თევზეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 321 articles
Browse latest View live

კალმარის შნიცელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 700 გ კალმარის ფილე
  • 7 ს.კ ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 6 ს.კ დაფხვნილი ორცხობილა
  • 5 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

კალმარის ნაჭრები დაბეგვეთ ორივე მხრიდან, 3-4 ადგილას დასერეთ, მოაყარეთ პილპილი და მარილი, ამოავლეთ ჯერ გაცრილ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს დაფხვნილ ორცხობილაში.თევზის ნაჭრები მოათავსეთ ზეთიან ცხელ ტაფაში, დაადეთ  მძიმე საგანი, დაააფარეთ თავზე და ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ.სუფრასთან მიტანის წინ კალმარის შნიცელს მოასხით ზეთი. გარნირად შემოუწყვეთ შემწვარი კარტოფილი, მწვანე ბარდა, მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კამბალა წითელი ღვინით

ორაგულის ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 180 გ ორაგულის ფილე
  • 20 გ კარაქი
  • 600 გრ ცომი
  • 100 გ მოხარშული კარტოფილი
  • 100 გ მოშუშული ხახვი
  • 120 გ შემწვარი სოკო
  • 1 კვერცხი
  • მწვანილი მოსართვად

მომზადება: 

ორაგულის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით კარაქში.ცომი გაყავით შუაზე და გაბრტელეთ ერთზე ფენა-ფენა  მოაწვეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ხახვი, სოკო და თევზის ნაჭრები.დაააფარეთ ცომის მეორე ნაწილი, ნაპირები შეუერთეთ,მიეცით თევზის ფოპრმა და დადგით თბილ ადგილას 20 წთ. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ.სუფრასთან მიტანის წინ ღვეზელი გააფორმეთ მწვანილით. ცალკე შეგიძლიათ მიიტანოთ კარაქი, წითელი ხიზილალა ან მდოგვის სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თინუსის სალათი სტაფილოთი

თევზი კიტრის მწნილის საწებლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც თევზი
  • 2 ც დიდი ან პატარა კიტრის მწნილი
  • 0.5 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ს.კ შავი პილპილი
  • ზეთი – შესაწვავად
  • მარილი,საფანელი

მომზადება:

თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ, ამოვავლოთ მარილშერეულ საფანელში და შევწვათ ზეთში.

კიტრის მწნილი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, პილპილი, ლიმონის

წვენი და მოვასხათ შემწვარ თევზს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ზუთხის მწვადი

ქაშაყის ფილე კამით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  10 ქაშაყის ფილე
  • 2-3 წითელი ხახვი
  • 5-6 ს.კ დაჭრილი კამა
  • 375 წითელი ღვინის ძმარი
  • 2 დაფნის ფოთოლი

მომზადება:

ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. ქაშაყის ფილე დაჭერით ფენებად. დაუმატეთ ხახვი და კამა და

შეინახეთ დახურულ ქილაში. ქვაბში ჩაასხით ღვინის ძმარი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, მიიყვანეთ

ადუღებამდე, გააცივეთ და ჩაასხით ქილაში, რომელშიც ქაშაყია. ქილას მჭირდროდ დაახურეთ თავსახური

და 2 დღით დატოვეთ გრილ ადგილზე, მაგრამ არა მაცივარში.

შეაფასეთ გვერდი



შემწვარი თევზის ფილე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გ თევზის ფილე
  • 40 გ პურის ფქვილი
  • 100 გ ზეთი
  • 400 გ ხახვი
  • დაფქული შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

ფილე დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ამოავლეთ ფქვილში. ხახვი დაჭერით წვრილად. გაცხელებულ ზეთში მსუბუქად დაბრაწეთ ხახვი. ტაფაზე დააწყვეთ ფილეს ნაჭრები და შეწვით მაღალ ცეცხლზე, სანამ ფერს არ შეიცვლის. შემდეგ დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ წვა. სუფრასთან მიიტანეთ მოხარშული ბოსტნეულის გარნირთან ერთად. შეგიძლიათ გააფორმოთ ლიმონითა და მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი პომიდვრით

თევზის სუპი პომიდვრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გ დაქუცმაცებული თევზი
  • 600 გ კარტოფილი
  • 800 გ ზუთხი ან სვია
  • 400 გ პომიდორი
  • 2  თავი ხახვი
  • 2 ს.კ კარაქი
  • პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • კამა

 

მომზადება:

დაქუცმაცებული თევზისგან მოხარშეთ ბულიონი, გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10-15 წთ.ზუთხი ან სვია დაჭერით და ჩაწყვეთ ბულიონში. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და პომიდორთან ერთად დაუმატეთ თევზის წვნიანს, შეურიეთ სანელებლები და ხარშეთ 20 -25 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.

თევზის სუპი პომიდვრით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მოხარშული კალმახი

ორაგულის ფილე ნაღებით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც ორაგულის ფილე
  • მარილი, პილპილი
  • 3 ს.კ კარაქი
  • 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 1 ჭიქა პომიდორი ჩერი
  • 1 კონა ისპანახი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • ნახევარი კონა ქინძი
  • 100 გრ გახეხილი ყველი
  • ლიმონის წვენი

მომზადება:

ორაგულის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი ორივე მხრიდან. ტაფაზე დაასხით  ზეთი

და შეწვით ორაგულის ფილე. შემდეგ ამოიღეთ ორაგულის ფილე და იმავე

ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ნიორი, შემდეგ შუაზე გაჭრილი პომიდორი, ისპანახი და ნაღები,

კარგად აურიეთ და ადუღეთ 3 წთ. შემდეგ დაუმატეთ ორაგულის ფილე, დაჭრილი ქინძი,

გახეხილი ყველი და ლიმონის წვენი გემოვნებით. გააჩერეთ 3 წთ და კერძი მზადაა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი თევზი

თინუსის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ქილა დაკონსერვებული თინუსი
  • ნახევარი კონა მწვანე სალათის ფურცელი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი
  • მაიონეზი – გემოვნებით

მომზადება:

თინუსი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ასევე წვრილად დაჭრილი სალათის ფურცელი და ხახვი.

მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბოლოს შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქაშაყის ბურთულები

მოხარშული ზუთხი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ზუთხი
  • 2 ც სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 ფოთოლი დაფნა
  • პილპილი,მარილი
  • ლიმონი

მომზადება:

სტაფილო, ხახვი, ლიმონი კანი, პილპილი მოათავსეთ ქვაბში და წამოადუღეთ.

დაამატეთ მარილი ( წყალი ზომაზე მეტად მარილიანი უნდა იყოს). შემდეგ ჩადეთ მოსახარშად

მომზადებული ზუთხი. მოხარშული ზუთხი გააციეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

სუფრაზე მისატანად შეგიძლიათ გააფორმოთ ლიმონის ნაჭრებით

მოხარშული ზუთხი

2.5 (50%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორაგული ხიზილალით

სკუმბრია კომბოსტოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც სკუმბრია
  • 1 პატარა კომბოსტო
  • 8-10 თავი ხახვი
  • 50 გრ ღორის ქონი
  • 5 ც ღვიის მარცვალი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2 ვაშლი
  • ძმარი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

8 ნაწილად გაყოფილი კომბოსტო დაჭერით წვრილად. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით კუბებად. გადნარ ღორის

ქონში მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ კომბოსტო, ღვიის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა წყალი,

დაამატეთ მარილი და პილპილი. 5 წუთის შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ვაშლი, დაუმატეთ მარილი, პილპილი

და 10 წუთით კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე. კომბოსტოს გემოვნებით დაასხით ძმარი და შეინახეთ თბილად.

სკუმბრია გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ მოაყარეთ

მარილი, პილპილი და ყველ მხრიდან კარგად შებრაწეთ.

სკუმბრია კომბოსტოთი

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტოლმა თევზით

თინუსის სალათი კვერცხით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ქილა დაკონსერვებული თინუსი
  • 3 ც მოხარშული კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა კამა
  • მარილი, პილპილი
  • მაიონეზი

მომზადება:

თინუსი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კვერცხის ცილა, ხახვი და კამა.

მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



ზუთხის და ორაგულის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ ზუთხი
  • 50 გრ დამარილებული ორაგული
  • 1 ს.კ ხიზილალა
  • 2 ც კარტოფილი
  • 1-2 ც კიტრი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ც ლიმონი
  • 10 ც სალათის ფოთლები
  • 4-5 ღერი ტარხუნა
  • პილპილი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ზუთხი მოვხარშოთ, გავაციოთ, გავაცალოთ კანი და ფხები. ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად,

შევაზავოთ მარილით, პილპილით, მოვასხათ არაჟანი, შევურიოთ ზუთხი, ორაგული,ხიზილალა და

დაქუცმაცებული სალათის ფოთლები .

ზუთხის და ორაგულის სალათი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორაგულის მწვადი არაჟნით

სკუმბრია ოხრახუშის შიგთავსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1,25 კგ სკუმბრია
  • 1/2 ლიმონი
  • 5-6 თავი ხახვი
  • ოხრახუში
  • პილპილი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება:

თევზი გაასუფთავეთ და რამდენიმე საათს გააჩერეთ ლიმონის წვენით, წვრილად დაჭრილი ხახვით, მწვანილით, მარილითა და პილპილით მომზადებულ მარინადში. ამოიღეთ თევზი მარინადიდან, ამოუვსეთ მუცელი დაჭრილი ოხრახუშით და შეწვით. კერძი გააფორმეთ მწვანე სალათის ფოთლებით და მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გამომცხვარი თევზი სოკოთი

ლოქოს კერძი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ლოქო
  • 2-3 ც დაფნის ფოთოლი
  • 6-7 ძირი ქინძი
  • პილპილი, ტყემლის ტყაპლი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი,

რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი,

დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი,

დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება

და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი რძით

ლოქო წვენით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ლოქო
  • 2-3 ც დაფნის ფოთოლი
  • 6-7 ძირი ქინძი
  • პილპილი
  • ტყემლის ტყლაპი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი,რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი,დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი თევზი მწნილით

თევზის ფილე სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 ც თევზის ფილე
  • 100 გრ სალათის ფურცლები
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჩ.ჭ მდოგვი
  • 1 ც ლიმონი
  • 2ს.კ ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თევზის ფილე შევწვათ და  სალათის ფურცლებით გაფორმებულ ლანგარზე დავაწყოთ. შემდეგ მოვამზადოთ სოუსი. ქინძი, ნიორი და მდოგვი დავაბლენდეროთ. შიგნით ლიმონი ჩავაწუროთ და ზეთი ჩავასხათ. აგრეთვე წიწაკა და მარილი დავუმატოთ. მასა რომ გახდება, უკვე მზად არის და შეგვიძლია, შემწვარ თევზს გადავასხათ.

თევზის ფილე სოუსით

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორაგულის ღვეზელი

ზუთხის მწვადი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 1 კგ ზუთხი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 100 გრ არაჟანი
  • 50 გ ტომატი
  • 20 მლ ზეთი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

თევზს გააცალეთ კანი და გამოაცალეთ ფხები. გარეცხეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად.

მაიონეზი, არაჟანი, ტომატი და ზეთი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ პილპილი და მარილი

გემოვნებით. მიღებულ მასაში ამოავლეთ ზუთხის ნაჭრები. შეზავებული ზუთხი წამოაგეთ შამფურზე

ან დააწყვეთ ტაფაზე და შეწვით დაბალ ცეცხლზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახი კარტოფილით

ლოქო ტომატის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 800 გ ზღვის ლოქო
  • 1 ჭიქა ზეთი
  • 1/2 ჭიქა ნუში
  • 3 ს.კ. ქიშმიში
  • 5 პომიდორი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

თევზის გასუფთავებულ ნაჭრებს მოაყარეთ პილპილი და მარილი, დაასხით ზეთის ნაწილი და შეწვით ღუმელში. დროდადრო დაუმატეთ ზეთი. ნუში და ქიშმიში მოხალეთ ცოტაოდენი ზეთში. დაჭერით პომიდორი, მოთუშეთ დარბილებამდე, გაატარეთ საცერში და ადუღეთ შესქელებამდე. თევზი გადმოიღეთ ლანგარზე, ზემოდან მოაყარეთ მოხალული ნუში და ქიშმიში და მოასხით პომიდვრის სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ქინძმარში

ორაგული ჩილის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც ორაგულის ფილე
  • 170  გრ ჩილის სოუსი
  • 1 კონა მწვანე ხახვი

მომზადება:

ორაგული ფილეს მოასხით ჩილის სოუსი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

და კარგად აურეით. შემდეგ მოათავსეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე და შედეთ

ღუმელში 200 გრადსუზე 15 წთ.

შეაფასეთ გვერდი



თინუსის და სიმინდის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ დაკონსერვებული თინუსი
  • 1 საშუალო ზომის ქილა სიმინდი
  • 2 ც პომიდორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი
  • მაიონეზი

მომზადება:

თინუსი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ სიმინდი, წვრილად დაჭრილი პომიდორი,  მწვანე ხახვი.

მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბოლოს შეაზავეთ მაიონეზით.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თინუსის სალათი
Viewing all 321 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>