Quantcast
Channel: თევზეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 321 articles
Browse latest View live

ლოქო ქინძ-ძმრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ლოქო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც კარტოფილი
  • 2 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 2 კონა ქინძი
  • 200 გრ ძმარი
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი,ლიმონი

მომზადება:

ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაამატეთ მარილი, მთელი კარტოფილი და ხახვი, სურნელოვანი პილპილი, ლიმონის კანი და წამოადუღეთ. ჩააწყვეთ  დამუშავებული ლოქოს ნაჭრები და მოხარშეთ. მოხარშული თევზი ამოიღეთ გაშლილ ლანაგარზე. გააცივეთ. ძმარში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ლოქოს ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მაოსხით მომზადებული ქინძმრის სოუსი.

ლოქო ქინძ-ძმრით
4.5 (90%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ფენოვანი რულეტი ორაგულით

ორაგულის ფილე ისპანახით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ორაგულის ფილე
  • 1 ლიმონი
  • 2 ბულიონის კუბი(თევზის)
  • 200 გ ისპანახი
  • 2 თავი ხახვი
  • 1/2 ჩ.კ ანისულის თესლი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2ს.კ ზეთი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

ორაგულის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და მოხარშეთ ორთქლზე.კუბებიდან მომზადებულ ბულიონში ჩაყარეთ ისპანახი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ანისულის თესლი და ხარშეთ 15 წთ. გადაწურეთ წვენი დდა შეინახეთ. დარჩენილი მოხარშული მასა გაატარეთ საცერში. შეურიეთ თავისივე ნახარში, ზეთი და არაჟანი. დაუმატეთ პილპილი,მარილი და წამოადუღეთ.მოხარშული თევზი მოათავსეთ ლანგარზე და მოახით ისპანახის სოოუსი. სუფრასთნ მიიტანეთ ბოსტნეულთან ერთად.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახი პიკანტური სოუსით

თევზის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •   1,5 კგ დიდი ზომის თევზი.

შიგთავსისთვის:

  •       1კგ გასუფთავებული თევზის ფილე
  •        5  კვერცხის ცილა
  •  ჭიქა ნაღები

სოუსისთვის:

  •      1  ს.კ კარაქი
  • 1 ს.კ 
  • 1 ს.კ ფქვილი
  •          1     ჭიქა თევზის ბულიონი
  •   1/3 თავი ხახვი
  •   30 გ ოხრახუსის ძირები
  • 2ს.კ თეთრი ღვინო
  •   2 კვერცხის გული
  •   1 მწიკვი ლიმონჟავა
  •   პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.      თევზის ფილე დაჭერით გრძლად.

2.      შიგთავსისათვის თევზის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცაკეპ მანქანაში, შეურიეთ კვერცხის ცილა და ნაღები, მოაყარეთ პილპილი და მარილი. მიღებული მასა წაუსვით თევზის ნაჭრებს, გადაახვიეთ რულეტებად და შეახვიეთ ცხიმწასმულ ფოლგაში. რულეტები ხარშეთ 10 -15 წთ. გააგრილეთ, შემოაცალეთ ქაღალდი.

3.      სოუსისთვის ფქვილი მოშუშეთ კარაქში და გააცივეთ. დაუმატეთ თევზის ბულიონი, მოშუშული ხახვი და ოხრახუშის ძირები. დადგით ნელ ცეცხლზე და აადუღეთ 15 წთ. დაასხით თეთრი ღვინო და გააგრილეთ. შეურიეთ მოხარშული და დასერილი კერცხის გულები. მოაყარეთ პილპილი, მარილი, ლიმონჟავა და გაწურეთ.

4.      მოხარშულ თევზს მოასხით სოუსი. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ბოსტნეულით

ორაგულის მწვადი არაჟნით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგო რაგული
  • 30 გრ არაჟანი
  • 2-3 თავი ხახვი
  • მარილი,ოხრახუში,ლიმონი-გემოვნებით

მომზადება:

გამოჭერით უძვლო ადგილიდან ორაგულის ნაჭრები, თავსა და ბოლო ტყავი გაჭერით და შემდეგ შამფურზე

წამოაგეთ, მოაყარეთ მარილი, წაუსვით არაჟანი და შეწვით ნეკერჩხალზე ან გრილზე. როდესაც ორაგული

ორივ მხრიდან დაწითლდება და ზომიერად შეიწვება, თბილ ლანგარზე დააწყვეთ, გარნირად შემოუწყვეთ

თხლად დაჭრილი ხახვი და ლიმონი,გააფორმეთ ოხრახუშით.

შეაფასეთ გვერდი



კალმარი არაჟნის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გ კალმარის ფილე
  • 20 გ პურის ფქვილი
  • 200 გ თევზის ბულიონი
  • 200 გ არაჟანი
  • მარილი
  • მწვანილი და ლიმონი მოსართავად

მომზადება:

 კალმარი მოხარშეთ მარილწყალში 5 წთ.სოუსის მოსამზადებლად ფქვილი მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეეცვალოს, გააგრილეთ და დაასხით თევზის ბულიონი, თან ურიეთ. შეურიეთ არაჟანი, ადუღეთ 7-10 წთ. და დაუმატეთ მარილი. მოხარშული კალმარი დაჭერით გრძლად, დაასხით სოუსი და წამოადუღეთ.სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის გარნირით. გააფორმეთ მწვანილითა და ლიმონით.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორაგული კარტოფილით

ორაგულის სალათი სიმინდით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც მოხარშული ორაგულის ფილე
  • 1 ქილა სიმინდი
  • 2 ც კიტრი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • ნახევარი კონა ქინძი
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ორაგული,კიტრი,ხახვი და ქინძი.მოაყარეთ სიმინდი,

მარილი,პილპილი და ბოლოს შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახი ნიგვზით

თევზის კატლეტები

$
0
0

შემადგენლობა:

  • კარაქი – 100 გ.
  • დაჭრილი ოხრახუში – 1 ს.კ.
  • დაჭრილი კამა – 1 ს.კ.
  • სკუმბრიას ფილე – 500 გ.
  • დაფხვნილი ორცხობილა – 3 ს.კ.
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ. სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა. დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.

თევზის კატლეტები
5 (100%) 1 vote



გამომცხვარი თევზი პომიდვრით

$
0
0

მომზადება:

1 კგ გასუფთავებული და გარეცხილი თევზი დაჭერით, მოაყარეთ მარილი,გააჩერეთ 1თ.

თევზი ჩადეთ ალუმინის ქვაბში, ზედ დააწყვეთ შავი პილპილის მარცვლები, 4 ც დაფნის ფოთოლი,

დაასხით 100 გრ ზეთი, 500 გრ პომიდორის წვენი, დაუმატეთ წიწაკა, მარილი გემოვნებით.

შედით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 1სთ-ით.

გამომცხვარი თევზი პომიდვრით
3 (60%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

თინუსის სალათი კიტრით

ორაგულის მწვადი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ორაგული
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

სოუსისთვის:

  •  2 ც ხახვი
  • 75 გრ ნიგოზი
  • 1 ს.კ ბროწეულის წვენი
  • ქინძი,ოხრახუში,კამა-გემოვნებით
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

თევზი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ მრგვალად, მწვანილები საშუალოდ

და ჩავაწყოთ ფენა-ფენა

ქვაბში თევზი, მარილი, პილპილი,ხახვი, მწვანილები. დავტოვოთ თევზი 2-3 საათის განმავლობაში.

გამზადებული თევზი ავაგოთ შამფურზე და შევწვათ. მოვამზადოთ სპეციალური სოუსი,რომელიც ასე

მზადდება: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ, მასთან ერტდ გავატაროთ ხახვი, მწვანილები,

მოვაყაროთ სანელებლები, მოვასხათ ბროწეულის წვენი და კარგად გადავურიოთ.

ორაგულის მწვადი
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ორაგული ისპანახით

თინუსის სალათი სიმინდით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 პატარა ქილა სიმინდი
  • 1 პატარა ქილა ბარდა
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი თინუსი, დაუმატეთ სიმინდი და ბარდა.

შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მარილი,პილპილი და

შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმარი არაჟნის სოუსით

მაკარონი სალათი თევზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ მაკარონი
  • 1 ქილა დაკონსერვებული თევზი
  • 1-2 ც პომიდორი
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • 100გრ მაიონეზი

მომზადება:

მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში. როცა გამზადდება, გადავწუროთ წყალი და მოვასხუროთ ცოტაოდენი

ზეთი. დაკონსერვებული თევზი დავაქუცმაცოთ და ჩავყაროთ მაკარონში. პაომიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ

კანი, დავჭრათ წვრილად, შევურიოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ყველაფერი ერთად აცურიოთ და

დავუმატოთ მაკარონს. მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ნიგვზის საწებლით

თინუსის სალათი სტაფილოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600-700 გრ თინუსი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც სტაფილო
  •  2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ც ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • 250 გრ მაიონეზი

მომზადება:

თევზის კონსერვი ჯამში ჩავყაროთ და სალათის მომზადება დავიწყოთ. შევურიოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და გახეხილი სტაფილო. აგრეთვე წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ნიახური დავამატოთ. ხახვი მოვთუშოთ და ისიც ამ მასაში ავურიოთ. მაიონეზიც მოვასხათ და სალათი მზად არის .

თინუსის სალათი სტაფილოთი
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

სპაგეტი თევზით

კალმახი ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ კალმახი
  • 500 გ სხვადასხვა ბოსტნეული( სტაფილო, მწვანე ლობიო, ბარდა, გაყინული ან ახალი)
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი,პილპილი,ზეითუნის ზეთი

მომზადება:

კალმახი გავრეცხოთ, შევაშროთ, შიგნიდან და გარედან მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი და ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. დიდი ფორმაში ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ. ჯამში ავურიოთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი . წავუსვათ თევზს ყველა მხრიდან და ჩავდოთ ტაფაში.გვერდით დავულაგოთ ბოსტნელი, შეგვიძლია დავუმატოთ სხვა სხვა სახეობებიც: კარტოფილი, სოკო , ბრიუსელის ან ყვაილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ. ხახვი დავჭრათ 4-6 ნაწილად და დავულაგოთ ასევე გვერდით, რამდენიმე ნაწილი კი ოხრახუშის ღერებსადა ლიმონი ნაჭრებთან ერთად თეცზს ჩავუდოთ მუცელში. დარჩენილი ზეთი მოვასხათ ბოსტნეულს და ავურიოთ. დავალაგოთ შემორჩენილი ოხრახუშის ღერები, თავზე გადავაფაროთ ისევ ფოლგა და 200 გრადუსზე 20-25 წუთი შევწვათ. ძალიან არომატული, ჯანსაღი და გემრიელი კერძია.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თევზი ძმრით და ნიგვზით

თევზის ტოლმა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გრ თევზი
  • 1 თავი ხახვი
  • 200 გრ ვაზის ფოთოლი
  • 100 გრ ქინძი
  • 200 გრ მაწონი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

თევზი გავასუფთავოთ გავრეცხოთ,დავჭრათ, მოვაშოროთ ფხები და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან

და ქინძთან ერთად. მიღებული ფარში შევაზაოთ მარილით და პილპილით. ვაზის ფოთლები ჩავყაროთ

მდუღარე წყალში, შევაციოთ,გადავახვიოთ ფარში და ჩავაწყოთ ქვაბში. მოვასხათ თევზის ბულიონი ან

წყალი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანამდე ტოლმას მოვასხათ მაწონი.

თევზის ტოლმა
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

თევზის რულეტი

თევზი კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ თევზიი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 2 ს.კ კარტოფილის სახამებელი
  • მარილი-გემოვენბით

მომზადება:

კარტოფილი გავფცქვნათ,დავჭრათ კუბიკებად და ვხარშოთ ნახევრ ლიტრ წყალში 20 წუთის განმავლობაში. თევზი

გავრეცხოთ ცივ წყალში, გავამშრალოთ ნაჭრით, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და ყველა მხრიდან მოვაყაროთ

მარილი. კარტოფილის სახამებელი გავხსნათ მეოთხელ ჭიქა წყალში და დავუმატოთ კარტოფილს. ყველაფერი

ერთად ვხარშოთ მანამ,სანამ სითხე არ გასქელდება. დავუმატოთ თევზის ნაჭრები და ვხარშოთ 5 წუთი ნელ

ცეცხლზე.

თევზი კარტოფილით
2 (40%) 1 vote




თევზი ჭარხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 700 გ თევზის ფილე
  • 1 ლ რძე
  • 400 გ მოხარშული  ჭარხალი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 2 თავი ხახვი
  • 3ს.კ დანაყილი ნიგოზი
  • 1 ს.კ 3 % -იანი ძმარი
  • 400 გ კარტოფილი
  • 2-3 კიტრი
  • 200 გ არაჟანი
  • 4 ღერო მწვანე ხახვი, ცოტაოდენი კამა
  • დაფნის ფოთოლი
  • დაფქული შავი პილპილი,მარილი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებისამებრ

მომზადება:

თევზის ფილეს დაასხით რძე, დაუმატეთ  დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე.ჭარხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოასხით ზეთი, გააცხელეთ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიგოზი ,ძმარი, მარილი და პილპილი.კარტოფილი მოხარშეთ, დაჭერით მრგვლად, შეურიეთ მრგვლად დაჭრილი კიტრი, შეაზავეთ მარილით და პილპილით.100 გ არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული სოუსი მოასხით კარტოფილსა და კიტრს.დარჩენილ არაჟანში შეურიეთ ლიმონის ცედრა და მოასხით თევზის ფილეს. გარნირად მიიტანეთ კარტოფილი კიტრი და ჭარხალი.

თევზი ჭარხლით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ქაშაყის ბურთულები

ზუთხის მწვადი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ზუთხი
  • 3 ც თავიანი ხახვი
  • ოხრახუში, ლიმონი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

დამუშავებულ ზუთხს მოაჭერით ნაჭრები, შამფურზე წამოაგეთ, მოაყარეთ მარილი,წაუსვით არაჟანი და დადეთ ნაკვერჩხალზე. როდესაც საკმარისად დაწითლდება და მზად იქნება, წამოაძვრეთ შამფურიდან და დააწყვეთ თბილ ლანგარზე. გარინარდ შემოუწყვეთ დაჭრილი ხახვი, ლიმონის ნაჭრები და ოხრახუშის ფოთლები.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი ორაგული

გემრიელად შემწვარი ორაგული

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ   ორაგული
  • 3-4 ც დაფნის ფოთლები
  • მარილი და შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით

მომზადება:

თევზს გაასუფთავებთ, ოღონდ არ დაჭრით, დასერავთ. ფოლგაზე დადებთ მთლიანად, მარილს დააყრით და დასერილ ადგილებში შავი პილპილის მარცვლებსა და დაფნის ფოთოლს ჩაუწყობთ. შემდეგ ამას ფოლგაში გადაახვევთ და გაზქურაში ნელ ცეცხლზე შედებთ. ცხიმი არ სჭირდება. თევზი თავის სითხეს გამოუშვებს და მშრალი არ გამოდის. შესაბამისად, კარგი გემო აქვს, ნახევრად მოხარშული და ნახევრად შემწვარი გემო გამოდის.

შეაფასეთ გვერდი



თევზი ქამა სოკოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 8 სვია, თითო 150 გ
  • 9 ს.კ ლიმონის წვენი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 2  თავი ხახვი
  • 100 გ ლორი
  • 8 ს.კ ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 ლიმონი
  • პილპილი
  • მარილი
  • მწვანილი მოსართავად

მომზადება:

გაასუფთავეთ სვია, მოაცალეთ კანი, გამოშიგნეთ, ამოაჭერით თვალები და ლაყუჩები. მოახით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მაირილი და პიპილი და გააჩერეთ 40-50 წთ.ქამა სოკო დაჭერით- თხლად, ხახვი და ლორი -კუბებად და ეს ყველაფერი ერთად მოშუშეთ.თევზი ამოავლეთ ფქვილში და შეწვით კარაქში. შემდეგ შედგით ღუმელში და დაბრაწეთ.სუფრასთან მიტანის წინ თევზი მოათავსეთ ლანგარზე და ზემოდან გაანაწილეთ სოკოიანი მასა. მორთეთ ლიმონითა და მწვანილით.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახის საცივი კალმახის საცივი

ორაგული ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ც ორაგული
  • 150 გრ შაშხი
  • ლიმონის წვენი
  • 250 გრ სტაფილო
  • 250 გრ ოხრახუში
  • 250 გრ პრასი
  • 250 გრ სოკო
  • 25 გრ წითელი კომბოსტო
  • გამდნარი კარაქი
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

თევზი გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ ხელის გადასმით, ზევიდან მოასხით ლიმონის წვენი და დატოვეთ

15 წუთით. შემდგ გაწმინდეთ, შეაზავეთ მარილით და დადეთ დიდი ცხიმწასმულ ლანგარზე.

გარეცხეთ სტაფილო, ნიახური, კარგად გაასუფთვთ პრასი,სოკო და წითელი კომბოსტო. დაჭერით ბოსტნეული

გრძელ წვრილ ნაჭრებად და თევზს გარშემო შემოუწყვეთ.

მარილით და პილპილით შეაზავებულ ბოსტნეულს ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი, გადააფარეთ

ფოლგა და შედგით ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 35 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორაგულის ფილე ისპანახით
Viewing all 321 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>