Quantcast
Channel: თევზეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

ქაშაყის ბურთულები ყველით

$
0
0

მოამზადეთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძი თქვენი ოჯახის წევრებისთვის!

ინგრედიენტები:

ქაშაყის ფილე – 400 გ.

დაფხვნილი ორცხობილა – 4 ს.კ.

ჰოლანდიური ყველი – 80 გ.

ფქვილი – 4 ს.კ.

კვერცხი – 2 ც.

ზეთი – 3 ჩ.ჭ.

პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ქაშაყის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 3 ს.კ. ორცხობილა და პილპილი. ცალკე გახეხეთ ყველი. თევზიანი მასა დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვალად. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი, შეაერთეთ ნაპირები და მიეცით ბურთულების ფორმა. ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ – ათქვეფილ კვერცში, ბოლოს – დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში. ბურთულები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად. მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

kefali კეფალი ნიგვზის საწებლით

Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles