შემადგენლობა:
- 1,25 კგ სკუმბრია
- 1/2 ლიმონი
- 5-6 თავი ხახვი
- ოხრახუში
- პილპილი
- მარილი
- ზეთი
მომზადება:
თევზი გაასუფთავეთ და რამდენიმე საათს გააჩერეთ ლიმონის წვენით, წვრილად დაჭრილი ხახვით, მწვანილით, მარილითა და პილპილით მომზადებულ მარინადში. ამოიღეთ თევზი მარინადიდან, ამოუვსეთ მუცელი დაჭრილი ოხრახუშით და შეწვით. კერძი გააფორმეთ მწვანე სალათის ფოთლებით და მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
გამომცხვარი თევზი სოკოთი |