December 15, 2017, 6:04 pm
შემადგენლობა:
- 600 გ ორაგულის ფილე
- 20 გ ოხრახუში
- 20 გ ხახვი
- 1 დაფნის ფოთოლი
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
სოუსისათვის:
- 200 გ კარაქი
- 3 მოხარშული კვერცხი
- 1/2 ლიმონის წვენი
- 4 ს.კ დაჭრილი ოხრახუში, კამა
- მარილი
მომზადება:
თევზის ფილე დაჭერით სასურველ ზომაზე, ჩააწყვეთ ღრმა ტაფაში კანით ზემოთ, დაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ ოხრახუშის ღერები , დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი , მარილი, ლიმონის ნაჭრები და ადუღეთ 15-20 წთ.სოუსისათვის ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი, ლიმონის წვენი , მარილი და მწვანილი.სუფრასთან მიტანისას თეფშზე დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, დაადეთ თეფშზე და მოასხით სოუსი. გააფორმეთ ლიმონითა და მწვანილით.
↧
December 16, 2017, 6:03 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ორაგულის ფილე
- 1 ლიმონი
- 2 ბულიონის კუბი(თევზის)
- 200 გ ისპანახი
- 2 თავი ხახვი
- 1/2 ჩ.კ ანისულის თესლი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 2ს.კ ზეთი
- პილპილი
- მარილი
მომზადება:
ორაგულის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და მოხარშეთ ორთქლზე.კუბებიდან მომზადებულ ბულიონში ჩაყარეთ ისპანახი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ანისულის თესლი და ხარშეთ 15 წთ. გადაწურეთ წვენი დდა შეინახეთ. დარჩენილი მოხარშული მასა გაატარეთ საცერში. შეურიეთ თავისივე ნახარში, ზეთი და არაჟანი. დაუმატეთ პილპილი,მარილი და წამოადუღეთ.მოხარშული თევზი მოათავსეთ ლანგარზე და მოახით ისპანახის სოუსი. სუფრასთნ მიიტანეთ ბოსტნეულთან ერთად.
↧
↧
December 17, 2017, 6:04 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კალმახი
- 20 გრ ზეთი
- 1 ც კვერცხი
- ტარხუნა-გემოვნებით
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
დამუშავებული კალმახი შევწვათ ცხიმში ორივე მხრიდან. ტაფაშივე მოვასხათ მარილიანი,
პილპილიანი ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში 3-5 წუთი.
მოვაყაროთ დაჭრილი ტარხუნა და მივიტანოთ სუფრაზე.
↧
December 18, 2017, 6:02 pm
შემადგენლობა:
- 600 გ კალმარის ფილე
- 20 გ პურის ფქვილი
- 200 გ თევზის ბულიონი
- 200 გ არაჟანი
- მარილი
- მწვანილი და ლიმონი მოსართავად
მომზადება:
კალმარი მოხარშეთ მარილწყალში 5 წთ.სოუსის მოსამზადებლად ფქვილი მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეეცვალოს, გააგრილეთ და დაასხით თევზის ბულიონი, თან ურიეთ. შეურიეთ არაჟანი, ადუღეთ 7-10 წთ. და დაუმატეთ მარილი. მოხარშული კალმარი დაჭერით გრძლად, დაასხით სოუსი და წამოადუღეთ.სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის გარნირით. გააფორმეთ მწვანილითა და ლიმონით.
↧
December 21, 2017, 6:03 pm
განსხვავებული და გემრიელი კერძის რეცეპტი.!
შემადგენლობა:
- 10 კრევეტი
- 100 გ თეთრი მშრალი ღვინო
- 1ს.კ ზეითუნის ზეთი
- 1 კიტრი
- 1-2 მწვანე ლიმონი
- 4 ჩ.კ წითელი ხიზილალა
- 2 ს.კ ტყემლის საწებელი
- 2 ს.კ მაიონეზის სოუსი
- მწვანილი
- წითელი დაფქული წიწაკა
- მარილი
მომზადება:
კრევეტები გაასუფთავეთ. ღვინოში შეურიეთ ზეთი , შეაზავეთ მარილით, წითელი დაფქული წიწაკით და მიღებულ მარინადში ჩააწყვეთ კრევეტები 30 წთ.კრევეტები შეწვით ზეთში და გააგრილეთ.კიტრი დაჭერით მრგვალ ან სამკუთხა ნაჭრებად და დააწყვეთ თეფშის შუაგულში.მწვანე ლიმონის ნაჭრებზე მოათავსეთ კრევეტები, კიტრის ნაჭრებზე კი- წითელი ხიზილალა. მოასხით ტყემალი, მაიონეზის სოუსი და გააფორმეთ მწვანილით.
↧
↧
December 26, 2017, 6:02 pm
მოამზადეთ სუპერ კერძი თქვენი საახალწლო სუფრისთვის !
შემადგენლობა:
- 1 კგ თევზი
- 1 ქილა სოკო
- ნახევარი ქილა მაიონეზი
- 1 შეკვრა ნაღები
- 3-4 თავი ხახვი
- 200 გრ ყველი
- 1 კონა მწვანილები
მომზადება:
ცხიმწასმულ ტაფაზე უნდა დავაწყოთ გასუფთავებული და ნაჭრებად დაჭრილი თევზი. მოვაყაროთ მარილი და მრგვლად დაჭრილი ხახვით დავაფაროთ. ხახვს ზემოდან დაჭრილი სოკო დავაწყოთ და მოვაყაროთ შავი პილპილი. შემდეგ მაიონეზი ნაღებთან ერთად ავთქვფიოთ და მოვასხათ ამ მასას. ზედ დავაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე. უკვე გამზადებულს დაჭრილი მწვანილები მოვაყაროთ.
↧
December 26, 2017, 6:04 pm
შემადგენლობა:
- 400 გ ქაშაყის ფილე
- 80 გრ ჰოლანდიური ყველი
- 4 ს.კ დაფხვნილი ორცხობილა
- 4 ს.კ ფქვილი
- 2 ც კვერცხი
- 3 ჩ.ჭ ზეთი
- პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
ქაშაყის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 3 ს.კ. ორცხობილა და პილპილი. ცალკე გახეხეთ ყველი. თევზიანი მასა დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვალად. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი, შეაერთეთ ნაპირები და მიეცით ბურთულების ფორმა. ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ – ათქვეფილ კვერცში, ბოლოს – დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში. ბურთულები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად. მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.
↧
შემადგენლობა:
- 3 ც ორაგულის ფილე
- 100 გრ წიწაკის სოუსი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- მარილი,პილპილი
მომზადება:
სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. ჯამში მოათავსეთ ორაგულის ფილე,
მოაყარეთ მარილი,პილპილი-გემოვნებით და შემდეგ მოასხით სოუსი,კარგად აურიეთ. სოუსიანი
ფილეები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 10-12 წუთი.
↧
January 10, 2018, 6:05 pm
შემადგენლობა:
- 4 ც მოხარშული ორაგულის ფილე
- 1 თავი ხახვი
- 1 კონა ქინძი
- მარილი,პილპილი,უცხო სუნელი
- მაიონეზი
მომზადება:
მოხარშული ორაგულის ფილე დაჭერით წვრილად,დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,
მოაყარეთ მარილი,პილპილი, უცხო სუნელი და შეაზავეთ მაიონეზით.
↧
↧
January 11, 2018, 6:04 pm
შემადგენლობა:
- 2 შეკვრა კრაბი
- 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
- 3 ც გახეხილი ბოლოკი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- მარილი,პილპილი
- მაიონეზი
მომზადება:
კრაბი დაჭერით წვრილად ,დაუმატეთ სიმინდი, გახეხილი ბოლოკი,წვრილად დაჭრილი ხახვი,
შემდეგ მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.
↧
January 12, 2018, 6:04 pm
შემადგენლობა:
- ჟელატინი – 10 გ.
- შებოლილი კალმახის ფილე – 400 გ.
- ლიმონის წვენი – 2 ს.კ.
- ნაღები – 1/2 ჩ.ჭ.
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- მწვანილი მოსართავად
მომზადება:
ჟელატინი დაალბეთ 3 ს.კ. ანადუღარ წყალში, გააცხელეთ ორთქლზე და გაწურეთ. თევზის ფილეს მოაცალეთ კანი და ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ნაღები, პილპილი და მარილი, შეურიეთ გამდნარი ჟელატინი და მოათავსეთ ფორმებში. გააცივეთ 5 სთ. სუფრასთან მიტანის წინ მუსი გადმოიღეთ ფორმებიდან და მორთეთ მწვანილით.
↧
January 12, 2018, 6:05 pm
შემადგენლობა:
- 700 გ თევზის ფილე
- 1 ლ რძე
- 400 გ მოხარშული ჭარხალი
- 2 ს.კ ზეთი
- 2 თავი ხახვი
- 3ს.კ დანაყილი ნიგოზი
- 1 ს.კ 3 % -იანი ძმარი
- 400 გ კარტოფილი
- 2-3 კიტრი
- 200 გ არაჟანი
- 4 ღერო მწვანე ხახვი, ცოტაოდენი კამა
- დაფნის ფოთოლი
- დაფქული შავი პილპილი,მარილი
- ლიმონის ცედრა გემოვნებით
მომზადება:
თევზის ფილეს დაასხით რძე, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე.ჭარხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოასხით ზეთი, გააცხელეთ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიგოზი ,ძმარი, მარილი და პილპილი.კარტოფილი მოხარშეთ, დაჭერით მრგვლად, შეურიეთ მრგვლად დაჭრილი კიტრი, შეაზავეთ მარილით და პილპილით.100 გ არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული სოუსი მოასხით კარტოფილსა და კიტრს.დარჩენილ არაჟანში შეურიეთ ლიმონის ცედრა და მოასხით თევზის ფილეს. გარნირად მიიტანეთ კარტოფილი კიტრი და ჭარხალი.
↧
January 14, 2018, 6:02 pm
მომზადება:
თევზი მოხარშეთ. დანაყეთ წმინდად ნიგოზი, ჩააჭერით ხახვი, დაასხით ერთი ჭიქაძმარი, აადუღეთ და ეს ადუღებული ნიგოზი დაასხით თევზს. ასე გაკეთებული თევზი სამ-ოთხ დღეს გასძლებს.
↧
↧
January 16, 2018, 6:03 pm
შემადგენლობა:
- 400 გ შებოლილი ორაგული
- 350 გ ფენოვანი ცომი
- 5 კვერცხი
- 2ს.კ რძე ან ნაღები
- 2 ჩ.კ კარაქი
- ოხრახუში და კამა გემოვნებით
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
მომზადება:
თევზი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ცომი გააბრტყელეთ თხლად.4 კვერცხი ათქვიფეთ რძესთან ერთად. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და შეწვით პატარა ომლეტები.ცომის ნაპირები დაასველეთ წყლით, დააწყვეთ ომლეტები ცომზე ისე, რომ 2 სმ სიგანის კიდე ცარიელი დარჩეს. თევზი გაანაწილეთ ომლეტებზე.ცომი გადაახვიეთ და დადეთ ფირფიტაზე ნაწიბურით ქვემოთ. რულეტს წაუსვით კვერცხი და აცხვეთ 15-20 წთ, სანამ არ დაიბრაწება.სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით სასურველ ზომაზე და გააფორმეთ მწვანილით.
↧
January 17, 2018, 6:03 pm
შემადგენლობა:
- 3-4 ც მოხარშული ორაგულის ფილე
- 4 ც კიტრის მწნილი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 კონა კამა
- მარილი,პილპილი
- მაიონეზი
მომზადება:
მოხარშული ორაგულის ფილე დაჭერით წვრილად, დაუმატეთ პატარა ოთკუთხედებად დაჭრილი კიტრის
მწნილი,შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი და კამა,მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.
↧
January 21, 2018, 6:05 pm
გემრიელად შემწვარი ორაგული!
შემადგენლობა:
- 1 კგ ორაგული
- 1.5 ს.კ ფქვილი
- 100 გრ ზეთი
- 2 თვი ხახვი
- 1 ს.კ ოხრახუში
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ,დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი.პილპილი.ამოვავლოთ ფქვილში, ჩავაწყოთ ტაფაში და
შევწვათ ღუმელში. სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და მწვანილები.
↧
February 10, 2018, 6:02 pm
მომზადება:
1 კგ გასუფთავებული და გარეცხილი თევზი დაჭერით. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 1 სთ.
თევზი ჩადეთ ალუმინის ქვბაში, ზედ დააწყვეთ შავი პილპილის მარცვლები, 4 ც დაფნის ფოთოლი,
დაასხით 100 გრ ზეთი, 500 გრ პომიოდრის წვენი. დაუმატეთ წიწაკა, მარილი გემოვნებით. შედგით
ღუმელში 1 სთ-ით.
↧
↧
February 10, 2018, 6:05 pm
მოამზადეთ ქაშაყის ბურთულები ყველით ჩვენი რეცეპტით !
შემადგენლობა:
- ქაშაყის ფილე 400 გ.
- დაფხვნილი ორცხობილა 4 ს.კ.
- ჰოლანდიური ყველი 80 გ.
- ფქვილი 4 ს.კ.
- კვერცხი 2 ც.
- ზეთი 3 ჩ.ჭ.
- პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ქაშაყის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 3 ს.კ. ორცხობილა და პილპილი. ცალკე გახეხეთ ყველი. თევზიანი მასა დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვალად. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი, შეაერთეთ ნაპირები და მიეცით ბურთულების ფორმა. ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ – ათქვეფილ კვერცში, ბოლოს – დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში. ბურთულები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად. მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.
↧
February 11, 2018, 6:01 pm
შემადგენლობა:
- 200 გ ხორბლის გამომშრალი პური
- 2 ს.კ ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ფორთოხალი
- 700 გ ფარგას ფილე
- პილპილი
- მარილი
- მწვანილი მოსართავად
მომზადება:
გახეხეთ პური. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, მოშუშეთ დანაყილი ნიორი და ფორთოხლის გახეხელი ცედრა. თევზის ფილეს მოაყარეთ პილპილი და მარილი და მოათავსეთ ტაფაში ნიორთან და ფორთოხლის ცედრასთან ერთად. მოაყარეთ გახეხელი პური, დაასხით ფორთოხლის წვენი და შედგით ღუმელში 20 -30 წთ.მორთეთ მწვანილით და მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
↧
February 17, 2018, 6:03 pm
შემადგენლობა:
- 4 ც ორაგულის ფილე
- 100 გრ სოიოს სოუსი
- 1 ც ლიმონის წვენი
- 4 ს.კ მდოგვი
მომზადება:
ჯამში მოათავსეთ სოიოს სოუსი,ლიმონის წვენი და მდოგვი, კარგად აურით. საცხობ ფირფიტაზე
მოათავსეთ კარგად გარეცხილი ორაგულის ფილეები და მოასხით მიღებული სოუსი. შეგიძლიათ გამოაცხოთ
საშუალო ტემპერატურაზე ან შეწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
↧