გთავაზობთ ქამბალას ფილეს შეწვის რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 8 ც ქამბალას ფილე
- ლიმონის წვენი
- გამდნარი კარაქი
- დაფხვნილი ორცხობილა
- 2 ნაჭერი კარაქი
- დაჭრილი ნუში
- მარილი,პილპილი
მომზადება:
გარეცხეთ ქამბალას ფიელ ცივ წყალში, შეაშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 30 წთ. შეაზავეთ
მარილით, პილპილით, ამოავლეთ გამდნარ კარაქში, მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
ღუმელზე დადგით ტაფა, ჩააგდეთ 2 ნაჭერი კარაქი და შეწვით ქამბალას ფილე დაახლოებით 5-10 წთ, სანამ
ყველა გვერდი ოქროსფერი არ გახდება. სუფრაზე მიიტანეთ მოხალულ ნუშთან ერთად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მოხარშული კალმახი |