მასალა:
- ნედლი თევზი კეფალი 1 კილოგრამი.
- ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა.
- კვერცხი 2 ცალი.
- მცენარეული ზეთი 70 გრამი.
- ძმარი 0,5 ჩაის ჭიქა.
- ფქვილი ან დანაყილი ორცხობილა 2 სუფრის კოვზი.
- მწვანილი, წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა.
ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კალმახის საცივი |