შემადგენლობა:
- 500 გრ თევზი
- 125 გრ ნიგოზი
- 25 გრ ქიშმიში
- 75 გრ ხახვი
- 25 გრ ზეთი
- 1 ს.კ ლიმონის წვენი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგნეული ისე, რომ არ დავუზიანოთ მუცელი. ნიგოზი გავატაროთ
ხორცსაკეპ მანქნაში, დავუმატოთ გარეცხილი ქიშმიში, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, ზეთში
მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ყველაფერი ერთად კარგად ავურიოთ, გამოვტენოთ თევზე მიღებული
მასით და შევწვათ ზეთში. გარნირად შემოვუწყოთ მოხარშული კარტოფილი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თევზი ფოლგაში |