Quantcast
Channel: თევზეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

თევზის კატლეტი

$
0
0

ვისაც აქამდე არ გაგისინჯავთ, აუცილებლად დააგემოვნეთ!

ინგრედიენტები:

კარაქი – 100 გ.

დაჭრილი ოხრახუში – 1 ს.კ.

დაჭრილი კამა – 1 ს.კ.

სკუმბრიას ფილე – 500 გ.

დაფხვნილი ორცხობილა – 3 ს.კ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ. სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა. დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშლ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

ქაშაყი ბოსტნეულით ქაშაყი ბოსტნეულით

Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>