შემადგენლობა:
- 600 გ თევზის ფილე
- 4 ნაჭერი ლიმონი
- 1 ჩ.კ სოიოს სოუსი
- 150 მაგარი ყველი
- 3 კვერცხი
- 1/2 ჭიქა პურის ფქვილი
- 100 გ ერბო
- დაფქული შავი პილპილი, მარილი
მომზადება:
თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და შედგით მაცივარში 30 წთ.ყველი გახეხეთ წვრილად და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს.ფილე ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ყველიან კვერცხში. შეწვით ერბოში გაწითლებამდე.სუფრასთან მიიტანეთ მშრალ მოხარშულ ბრინჯთან და ლიმონთან ერთად. გააფორმეთ მწვანილით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თევზი ნიგვზით |