შემადგენლობა:
- 600 გრ თევზი
- 1 თავი ხახვი
- 200 გრ ვაზის ფოთოლი
- 100 გრ ქინძი
- 200 გრ მაწონი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ გავრეცხოთ,დავჭრათ, მოვაშოროთ ფხები და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან
და ქინძთან ერთად. მიღებული ფარში შევაზაოთ მარილით და პილპილით. ვაზის ფოთლები ჩავყაროთ
მდუღარე წყალში, შევაციოთ,გადავახვიოთ ფარში და ჩავაწყოთ ქვაბში. მოვასხათ თევზის ბულიონი ან
წყალი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანამდე ტოლმას მოვასხათ მაწონი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თევზის რულეტი |