შემადგენლობა:
- 600 გ ორაგულის ფილე
- 20 გ ოხრახუში
- 20 გ ხახვი
- 1 დაფნის ფოთოლი
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
სოუსისათვის:
- 200 გ კარაქი
- 3 მოხარშული კვერცხი
- 1/2 ლიმონის წვენი
- 4 ს.კ დაჭრილი ოხრახუში, კამა
- მარილი
მომზადება:
თევზის ფილე დაჭერით სასურველ ზომაზე, ჩააწყვეთ ღრმა ტაფაში კანით ზემოთ, დაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ ოხრახუშის ღერები , დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი , მარილი, ლიმონის ნაჭრები და ადუღეთ 15-20 წთ.სოუსისათვის ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაკეპილი კვერცხი, ლიმონის წვენი , მარილი და მწვანილი.სუფრასთან მიტანისას თეფშზე დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი მოხარშული ორაგული, დაადეთ თეფშზე და მოასხით სოუსი. გააფორმეთ ლიმონითა და მწვანილით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კალმარის შნიცელი |