შემადგენლობა:
- 1 კგ კალმახი
- 1 ც ლიმონი
- 1 კგ კარტოფილი
- 1/3 ჩ.კ შავი პილპილი
- 4 ც დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადება:
გასუფავებული და გარეცხილი კალმახი ჩავდოთ ქვაბში მდუღარე მარილწყლით და მოვხარშოთ მთელ-მთელად. წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ თევზს ოდნავ ფარავდეს. თევზთან ერთად ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი. მთელ-მთელი მოხარშული კალმახი დავაწყოთ მოგრძო თეფშზე, ზედ მოვაყაროთ ლიმონის თხელი ნაჭრები. გარნირად გავუკეთოთ კარტოფილის პიურე.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ორაგულის ღვეზელი |